სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

ძუძუს კიბო მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეა ქალებში. ადრეული დიაგნოსტიკა კი სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია თითოეულმა ქალმა იცოდეს ძირითადი სიმპტომები, თვითგასინჯვის ტექნიკა და დროულად მიმართოს ექიმს საეჭვო ცვლილებების აღმოჩენის შემთხვევაში.

ძუძუს კიბოს სიმპტომები: რას უნდა მიაქციოს ყურადღება ქალმა

პათოლოგიური ცვლილებები სარძევე ჯირკვლებში ხშირად უპირველესად გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

  • წარმონაქმნი ძუძუს არეში (განსაზღვრული კვანძი)

  • დვრილის ჩაბრუნება

  • დვრილიდან გამონადენი (განსაკუთრებით სისხლიანი ან გამჭვირვალე)

  • ძუძუს კანის ფერისა და ტექსტურის ცვლილება („ფორთოხლის კანის ეფექტი“)

  • ძუძუს ან მის მიდამოში სიწითლე, შეშუპება ან დაწყლულება

  • სარძევე ჯირკვლის ზომისა და ფორმის ცვლილება

  • შეხებით მტკივნეული ან უმტკივნეულო წარმონაქმნი იღლიის ან ლავიწზედა ფოსოში

ამ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ სპეციალისტს.

ვიზუალური დათვალიერება და თვითგასინჯვა

თვითგასინჯვა არის პრევენციული თვითმოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი,რომელიც რეკომენდებულია ყოველთვიურად, მენსტრუალური ციკლის დასრულებიდან მე-7–12 დღეზე, ხოლო მენოპაუზის პერიოდში — ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში.

როგორ ჩავატაროთ ვიზუალური დათვალიერება:

  1. დადექით სარკის წინ და გულდასმით დააკვირდით ძუძუს კანს:

    • ხომ არ აღინიშნება შეშუპება, შეჭმუხვნა ან ფერის ცვლილება?

    • შეამოწმეთ დვრილების მდგომარეობა — ჩაბრუნება, დაზიანება, გამონადენი.

  2. ხელები შემოიწყვეთ კეფაზე და წინ წამოწიეთ მკერდი;

    • დააკვირდით ძუძუს სიმეტრიას, ფორმას, კანის ზედაპირს.

  3. დაიხარეთ 90 გრადუსით და კვლავ დაათვალიერეთ ორივე ძუძუ სარკეში.

თვითპალპაციის ტექნიკა

თვითგასინჯვისას გამოიყენეთ ხელის სამი თითის ბალიშები (საჩვენებელი, შუა და არათითი):

  • მარცხენა ხელის გასინჯვისას მარჯვენა ხელი გამოიყენეთ და პირიქით;

  • ხელები მოათავსეთ კეფაზე;

  • თითებით შეამოწმეთ ძუძუს შიდა და გარე ნაწილები;

  • მოძრაობა იყოს წრიული, ზედაპირული და შემდეგ ღრმა;

  • დაათვალიერეთ დვრილებიდან გამონადენის არსებობა (ცერა და საჩვენებელი თითით მსუბუქად დაწექით დვრილს);

რა უნდა გააკეთოს ქალმა საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში?

ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის აღმოჩენისას აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ:

  • პირველადი ჯანდაცვის რგოლს — ოჯახის ექიმს, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართებას;

  • სპეციალიზებულ კლინიკას ან სკრინინგ ცენტრს, სადაც შესაძლებელია სრულყოფილი გამოკვლევების ჩატარება.

სკრინინგი ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრში ქალბატონებს სთავაზობენ სამსაფეხურიან სკრინინგს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სტანდარტებზე:

🔹 ფიზიკალური გასინჯვა (პალპაცია)🔹 ულტრაბგერითი კვლევა (ძუძუს და რეგიონული ლიმფური კვანძების)🔹 2D მამოგრაფია🔹 საჭიროების შემთხვევაში — 3D მამოგრაფია (ტომოსინთეზი) და MRI🔹 საჭიროებისამებრ — COR-ბიოფსია (მსხვილნემსიანი) ან FNA-ბიოფსია (წვრილნემსიანი)

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2025 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2025 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

სამუშაო განრიგი

შაბათი: 10:00-15:00

ყოველდღე: 09:00-18:00

სამეანო მიმღები: 24 საათი

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2025 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @