ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპია. მისი წარმატებით დაწყება მხოლოდ დადებითი ემოციებით არ შემოიფარგლება - აუცილებელია ორგანიზმის წინასწარი მზადყოფნა როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. სწორად დაგეგმილი ორსულობა ამცირებს გართულებების რისკს და ქმნის საუკეთესო პირობებს ჯანმრთელი ბავშვის განვითარებისთვის.
პირველი ნაბიჯი - ჯანმრთელობის ზოგადი შეფასება
ორსულობის დაგეგმვამდე რეკომენდებულია ძირითადი კვლევების ჩატარება, რომელაც ნიშნავს სპეციალისტი
კვლევები საშუალებას იძლევა დროულად გამოვლინდეს ფარული პრობლემები, რომლებიც მომავალში შესაძლოა ორსულობის მიმდინარეობაზე აისახოს.
ინფექციების სკრინინგი - აუცილებელი ეტაპი ორივე პარტნიორისთვის
მავნე ჩვევებზე უარის თქმა
მომავალი მშობლებისთვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღ რეჟიმზე გადასვლა:
მოწევის და ალკოჰოლის შეწყვეტა
საუნისა და ცხელი აბანოების შეზღუდვა
გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვის შემცირება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამაკაცისთვის, რადგან სრულფასოვანი სპერმატოზოიდების ჩამოყალიბებას დაახლოებით 3 თვე სჭირდება.
ქრონიკული დაავადებები და ექიმის კონტროლი
აუცილებელია წინასწარი კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან. ექიმი შეაფასებს რისკებს და შეგირჩევთ ინდივიდუალურ სამედიცინო გეგმას.
პირის ღრუ და კბილები
ორსულობამდე რეკომენდებულია ყველა სტომატოლოგიური პრობლემის მოგვარება, რადგან ორსულობის პერიოდში კბილის მკურნალობა ხშირად რთულდება და დამატებით რისკებთან არის დაკავშირებული.
საშვილოსნოს მილების გამტარიანობის შეფასება
ორსულობამდე სასურველია საშვილოსნოს მილების ფუნქციური მდგომარეობის შემოწმება, რათა შემცირდეს გარე ორსულობის განვითარების რისკი.
ვირუსული ინფექციები და ვაქცინაცია
სავალდებულოა:
წითურას ანტისხეულების შემოწმება
საჭიროების შემთხვევაში წითურას ვაქცინაცია
ტოქსოპლაზმოზის ანალიზი
ტოქსოპლაზმოზი განსაკუთრებით საშიშია ნაყოფისთვის. ორსულობის დაგეგმვის პერიოდში რეკომენდებულია შინაური ცხოველების მოვლის დროებით სხვას გადაბარება და ჰიგიენური წესების მკაცრი დაცვა.
კონტრაცეფციის სწორად შეწყვეტა
ჰორმონალური კონტრაცეფტივის მიღება უნდა შეწყდეს ორსულობამდე მინიმუმ 3 თვით ადრე
სპირალის ამოღება სასურველია დაგეგმვამდე დაახლოებით 6 თვით ადრე
ამ პერიოდში რეკომენდებულია ბარიერული დაცვის მეთოდების გამოყენება
ფოლიუმის მჟავა - ბავშვის ჯანმრთელობის საწყისი საფუძველი
ორსულობის დაწყებამდე 2-3 თვით ადრე რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავის მიღების დაწყება და მისი გაგრძელება ორსულობის პირველ ტრიმესტრამდე. იგი მონაწილეობს ნერვული მილის სწორ განვითარებაში და ამცირებს თანდაყოლილი დეფექტების რისკს.
გინეკოლოგიური კვლევები
ორსულობის დაგეგმვამდე აუცილებელია:
გინეკოლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა
სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია
ფარისებრი ჯირკვლის კვლევა
პაპტესტი - საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური ანალიზი
ეს კვლევები აუცილებელია რეპროდუქციული სისტემის სრული შეფასებისთვის.
ფსიქოლოგიური მზადყოფნა
ორსულობის დაგეგმვა მხოლოდ სამედიცინო პროცესს არ გულისხმობს. ემოციური და ფსიქოლოგიური მზადყოფნა ქმნის სწორ განწყობას როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. სასურველია მეტი პოზიტიური აქტივობა, სეირნობა, მომავალი დედობის ეტაპის გააზრებული მიღება.
ორსულობის სწორად დაგეგმარება არის მნიშვნელოვანი როგორც მომავალი დედისთვის, ისე ბავშვისთვის. წინასწარი პროფილაქტიკა, კვლევები და ცხოვრების ჯანსაღი წესი ქმნის უსაფრთხო გარემოს ჯანმრთელი ორსულობისთვის.
