სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი სთავაზობს პაციენტებს მკურნალობისა და დიაგნოსტიკის სრულ სპექტრს სარძევე ჯირკვლის, ენდოკრინული და კანის/რბილი ქსოვილების პათოლოგიების მიმართულებით. კლინიკაში მკურნალობა ხორციელდება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების, ტექნოლოგიებისა და მრავალპროფილური გუნდის თანამშრომლობის პრინციპით.

მამოლოგია

სარძევე ჯირკვლის დაავადებების მართვა ეფუძნება ადრეულ დიაგნოსტიკასა და კონსილიუმურ მიდგომას.
კლინიკა უზრუნველყოფს როგორც ონკოლოგიური, ისე არაონკოლოგიური პათოლოგიების მართვას, მათ შორის ცისტური მასტოპათიისა და პრემენსტრუალური სინდრომის — ენდოკრინოლოგებისა და გინეკოლოგების ჩართულობით.

პრიორიტეტებია:

  • ადრეული დიაგნოსტიკა

  • კონსილიუმის პრინციპით მართვა

  • ძუძუს შემანარჩუნებელი და რეკონსტრუქციული ონკოპლასტიკური ქირურგია

დიაგნოსტიკის მეთოდები:

  • სარძევე ჯირკვლის და რეგიონული ლიმფური კვანძების ულტრაბგერა

  • 2D და 3D მამოგრაფია (ტომოსინთეზი)

  • მსხვილნემსიანი ბიოფსია (cor-ბიოფსია)

  • ასპირაციული ბიოფსია (FNA)

  • სიმსივნური წარმონაქმნის კლიპირება და პრეოპერაციული მარკირება

  • ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური, მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური ანალიზი

  • ინტრაოპერაციული ექსპრეს მორფოლოგიური კვლევა

ქირურგიული მკურნალობა მოიცავს:

  • რადიკალურ მოდიფიცირებულ მასტექტომიას

  • ლამბექტომიას + რეგიონული ლიმფადენექტომია

  • კანქვეშა მასტექტომიას (ძუძუს თავის შენარჩუნებით/გარეშე)

  • ტოტალურ მასტექტომიას

  • ძუძუს სექტორალურ რეზექციას

  • დაზიანებული უბნის ამოკვეთას

  • მოდარაჯე ლიმფური კვანძის ბიოფსიებს მეთილენის ლურჯით

ენდოკრინოლოგია

ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტი ფოკუსირებულია ფარისებრი და პარათიროიდული ჯირკვლების პათოლოგიათა ნაადრევ დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობაზე.

დიაგნოსტიკური მეთოდებია:

  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა

  • FNA ბიოფსია

  • ციტოლოგიური ანალიზი

ქირურგიული ჩარევები ხორციელდება ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის გამოყენებით, კომპანია InoMed-ის NerveMonitor-ის აპარატზე, რაც საშუალებას იძლევა ოპერაციისას კონტროლდებოდეს ცთომილი და ლარინგეალური ნერვების ფუნქციური მდგომარეობა. აღნიშნული მეთოდოლოგია წარმოადგენს თანამედროვე ქირურგიული სტანდარტის ნაწილს და ხელს უშლის პაციენტთან ოპერაციის შემდგომ გართულებებს, როგორიცაა ხმოვანი იოგების დაზიანება და ხმის დაკარგვა.

ოპერაციები მოიცავს:

  • ტოტალურ თირეოიდექტომიას

  • სუბტოტალურ რეზექციას

  • თირეოიდექტომიას რეგიონული ლიმფოდისექციით (ავთვისებიანი შემთხვევებში)

  • პარათიროიდული ჯირკვლების ოპერაციებს

კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგია

კლინიკაში ხორციელდება როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი კანისა და რბილი ქსოვილების წარმონაქმნების დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა.

დიაგნოსტიკური საშუალებები:

  • დერმატოსკოპია

  • punch-ბიოფსია

  • ინციზიური ბიოფსია

  • ჰისტომორფოლოგიური კვლევა

ქირურგიული ჩარევები მოიცავს:

  • სიმსივნური წარმონაქმნების ამოკვეთას ონკოლოგიური პრინციპების სრული დაცვით

  • კანის დეფექტის პლასტიკას ინდივიდუალურად შერჩეული მეთოდით

  • რეგიონულ ლიმფოდისექციას

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2025 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2025 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

სამუშაო განრიგი

შაბათი: 10:00-15:00

ყოველდღე: 09:00-18:00

სამეანო მიმღები: 24 საათი

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2025 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @