სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

ორი და მეტი თანმიმდევრული ორსულობის  თვითნებითი შეწყვეტა ანამნეზში,რომელიც ხორციელდება ორსულობის ვადის 20კვირამდე, 

აღნიშნული შეწყვეტილი ორსულობა უნდა იყოს დადასტურებული ულტრაბგერით/მორფოლოგიური  ან ჰორმონალური b-HCG  კვლევით.

PLT-გამომწვევი 6 ძირითადი  მიზეზი არსებობს ;

  • ქრომოსომული აბერაციები
    50-60%  შეადგენს, რაც განპირობებულია ძირითადათ ემბრიონის განვითარების ანომალიებით, როგორც გენეტიკური ასევე შეძენილი ფაქტორით გამოწვეული, ისეთი როგორიცაა; გარემო პირობების, მედიკამენტოზური და სხვა უარყოფითი ხელშემშლელი ფაქტორებით,უპირატესად  ორსულობის  ადრეული 8-10კვ. ვადებზე, რეკომედებულია მშობლების კარიოტიპირება, არსებული ემბრიონის ქსოვილის ქრომოსომული ანალიზი და ა.შ

  • გენიტალური სისტემის, კერძოთ საშვილოსნოს განვითარების ანომალიით

 გამოწვეული ორსულობის შეწყვეტა, რომელიც ხელს უშლის ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში ნორმალურ ზრდა- განვითარებას,როგორც მექანიკური ხელშემშლელი ფაქტორი

მაგ: საშვილოსბნოს ღრუში არსებული ძგიდე,მიომა რომელიც იწვევს ს/ ღრუს დეფორმაციას, ს/ყელის უკმარისობა და სხვა., რომლის დადგენა მარტივად შესაძლებელია ინსტუმენტალური კვლევით ისეთი როგორიც არის ულტრასონოგრაფიის,ჰისტეროსკოპია  მაგნიტორეზონანსული კომპიუტერული კვლევა,შემდგომი ქირურგიული მკურნალობით.

  1. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი;

მისი  კვლევა ხორციელდება სისხლში ანტისხეულების დეტექციის გზით;  მგლურას ანტიკოაგულანტი,ანტიკარდიოლიპინური და ანტი-  b2 ანტიკარდიოლიპინების G I  ანტისხეულების დადგენით,მნიშვნელოვანია მისი სერიული 12 კვირიანი ინტერვალით კვლევა,რათა დადასტურდეს რეალურად დიაგნოზის არსებობა და შეირჩეს შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებული საჭირო მკურნალობა მიღებული ორსულობის პროლონგირების მიზნით.(  ACOG 2022წ)

  1. ჰორმონალურ/ მეტაბოლური დარღვევბი

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, დიაბეტი , საკვერცხეების პოლიცისტოზური დაავადება PCOS, ჰიპერპროლაქტინემია და სხვა. რომელთა კუპირება შესაძლებელია შესაბამისი პროტოკოლებზე დაყრდნობით. (ACOG )

  1. თრომბოფილია და მისი ოჯახური ანამნეზი; 

ანტითრომბინის დეფიციტი, ლეიდენის ფაქტორის ჰომოზიგოტური  და პროთრომბინი G20210A ჰომოზიგოტური ფორმა,პროტეინ  C   და  S  დეფიციტი.

  1. გაურკვეველი მიზეზით ანუ უცნობი ეტიოლოგით შეწყვეტილი ორსულობა,რომლის პროცენტი საკმაოდ მაღალია და უტოლდება 50-60%

მნიშვნელოვანია    მიზეზის დადგენა, რათა მიზან მიმართული, ეტაპობრივი მკურნალობის შედეგად მიღებული იქნეს სასურველი ორსულობა და შერჩეული იქნეს ორსულობის  პროლონგირებისკენ მიმართული  სრულფასოვანი  გეგმა .

არსებობს კვლევები და მკურნალობის მიდგომის ცალკეული მეთოდები,რომელთა ეფექტურობა დადასტურებული არ იქნა  (ACOG /ASRM /WHO  მიხედვით)   

მაგალითად ,ორსულობის ჩვეული შეწყვეტის დიაგნოზით  PLT -დროს არაეფექტური ტესტებია; TORCH- ინფექციების რუტინული კვლევა,ურეოპლაზმის / მიკოპლაზმის ,ჰომოცისტეინის დონის განსაზღვრა სისხლში, NK-უჯრედების კვლევა  და სხვა…

ასევე ემპირიული თერაპია ჰეპარინი,ასპირინი არ არის რეკომენდირებულია თუ არ არის დადასტურებულიშეძენილი თრომბოფილია- ანტიფოფოლიპიდური სინდრომი/თანდაყოლილი თრომბოფილია

იმუნოთერაპია,ფიტო და ვიტამინოთერაპია.ასევე განეკუთვნება არაეფექტურ დამხმარე საშუალებებს,რომელთა ეფექტურობა დადასტურებული არ არის
( WHO/ACOG/ASRM  მიხედვით)

მიუხედავად მიზეზებისა სრულფასოვნი კომპლექსური მიდგომით 60-70% შემთხვევათა ორსულობის რიცხვი სრულდება დამაკმაყოფილებლად, ცოცხალი ჯამრთელი შთამომავლობის მიღებით.

სტატიის ავტორი: 

ნინო იამანიძე- მეან-გინეკოლოგი

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2025 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2025 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

სამუშაო განრიგი

შაბათი: 10:00-15:00

ყოველდღე: 09:00-18:00

სამეანო მიმღები: 24 საათი

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2025 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @