ძუძუს კიბოს მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდს ქირურგიული ჩარევა წარმოადგენს. მკურნალობის დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც კოსმეტიკურ შედეგს, ასევე ოპერაციის შემდგომ პაციენტის ფუნქციური სტატუსის შენარჩუნებას.
ქირურგიული მკურნალობის სახეები:
რადიკალური მოდიფიცირებული მასტექტომია
ლამბექტომია + რეგიონული ლიმფადენექტომია
კანქვეშა მასტექტომია ძუძუს თავის შენარჩუნებით/შენარჩუნების გარეშე + რეგიონული ლიმფადენექტომია
ტოტალური მასტექტომია
ძუძუს სექტორალური რეზექცია
ძუძუს დაზიანებული უბნის ამოკვეთა
მოდარაჯე ლიმფური კვანძების ბიოფსია — მეთილენის ლურჯის გამოყენებით
კოსმეტიკური მხარე
სარძევე ჯირკვლის შემანარჩუნებელი ოპერაციები პრიორიტეტულია, რაც განპირობებულია სიმსივნის ზომითა და კლინიკური სტადირებით. იმ შემთხვევებში, როდესაც ქსოვილის სრული მოცილება აუცილებელია, შესაძლებელია რეკონსტრუქციული ოპერაცია როგორც ოპერაციის დროსვე, ასევე მკურნალობის დასრულების შემდგომ ეტაპზე — პლასტიკური ქირურგის თანამონაწილეობით.
ფუნქციური მხარე
ძუძუს კიბოს შემთხვევაში ხშირად გვხვდება რეგიონული (იღლიის) ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანება, რაც საჭიროებს ლიმფოდისექციას — კვანძების ამოკვეთას. თუმცა აღნიშნულ ჩარევას შესაძლოა თან ახლდეს შემდეგი გართულებები:
ზედა კიდურის ლიმფედემა
ფუნქციური აქტივობის შეზღუდვა
მგრძნობელობის დაქვეითება მხრისა და იღლიის მიდამოში
ცხოვრების ხარისხის გაუარესება
მოდარაჯე ლიმფური კვანძების ბიოფსია
მოდარაჯე ლიმფური კვანძი არის პირველი ლიმფური კვანძი, რომელიც აგროვებს ლიმფურ ნაკადს სარძევე ჯირკვლიდან, მათ შორის სიმსივნური უჯრედების შესაძლო გავრცელებასაც. 1990-იან წლებში მეთოდის ავტორებმა აღწერეს მოდარაჯე ლიმფური კვანძის ბიოფსიის ტექნიკა, რომელიც დღეს უკვე სტანდარტულ ქირურგიულ მეთოდად ითვლება ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის დროს.
ბიოფსიისას გამოიყენება ლურჯი საღებავი და/ან რადიოაქტიური ნივთიერება ლიმფური კვანძის ვიზუალიზაციის მიზნით. სწორად ჩატარებული ბიოფსია განსაზღვრავს ქირურგიული ჩარევის მასშტაბსა და შემდგომ ტაქტიკას.
ჩვენება:
ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის (T1 ან T2) და კლინიკურად ნეგატიური (N0) ლიმფური კვანძების მქონე პაციენტები
პაციენტები, რომლებსაც დადგენილი აქვთ carcinoma in situ (DCIS)
Clip Marking
სიმსივნური კერის მარკირება ულტრაბგერითი, მამოგრაფიული ან MRI კონტროლით
განლაგების ზუსტი განსაზღვრა ოპერაციისთვის
სიმსივნის ლოკალიზაცია ნეოადიუვანტური თერაპიის დაწყებამდე
პროცესის მონიტორინგი მკურნალობის ფონზე
შესაძლებელია ყველა იმიჯინგ მეთოდში
ნეოადიუვანტური მკურნალობა და Clip-ის საჭიროება
ადგილობრივად გავრცელებული ან აგრესიული ფორმის დროს, ქირურგიული მკურნალობის წინ ინიშნება ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია, ტარგეტული ან ჰორმონოთერაპია. მისი მიზანია სიმსივნის მოცულობის შემცირება და ლოკალიზაცია, რათა შემდგომ შესაძლებელი გახდეს ძუძუს შემანარჩუნებელი ოპერაცია.
ნეოადიუვანტური თერაპიის ფონზე სიმსივნური კერის ფიბროზული ქსოვილით ჩანაცვლების შემთხვევაში, კლიპ მარკინგი ოპერაციის დაგეგმარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
Wire Marking — ქირურგიული გეგმარება
პრეოპერაციულად, ექოსკოპიის კონტროლით, კერის ლოკალიზაციის ან კლიპ მარკერის საფუძველზე თავსდება მარკირების მოწყობილობა — ე.წ. „ღუზა“ (wire). ამის საფუძველზე განისაზღვრება ქირურგიული განაკვეთის ზუსტი მდებარეობა. გამოყენებული ინტრაოპერაციული ექსპრეს მორფოლოგიური კვლევა აფასებს კიდეებზე სიმსივნური უჯრედების არსებობას.
ეს უზრუნველყოფს:
სარძევე ჯირკვლის ქსოვილის მაქსიმალურად დამზოგავ ამოკვეთას
ზუსტ და ეფექტურ ქირურგიულ ჩარევას
სარძევე ჯირკვლის შენარჩუნებას
Wire Marking გამოიყენება:
პათოლოგიური ქსოვილის პრეოპერაციული მარკირებისთვის
ქირურგისთვის ოპერაციის დაგეგმვის პროცესში
საექსციზიო ოპერაციებში (განსაკუთრებით მცირე სიმსივნეებში)
ყველა ტიპის იმიჯინგ მეთოდთან შესატყვისად