რატომ არის დედის რძე შეუცვლელი ახალშობილისთვის?
ძუძუთი კვება არ არის მხოლოდ ბავშვის ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილება - ეს არის ღრმა ბიოლოგიური და ემოციური კავშირი დედასა და შვილს შორის, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორივეს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
უნიკალური შემადგენლობა
დედის რძე შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელთა ზუსტად განმეორება არც ერთ ხელოვნურ ნარევს არ შეუძლია. ის შეიცავს:
ანტისხეულებს, რომლებიც იცავს ბავშვს ინფექციებისგან;
ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს იდეალური ბალანსით;
პრობიოტიკებსა და ფერმენტებს, რომლებიც ამაგრებს ნაწლავის ფლორას;
ზრდის ნერვული სისტემის მომწიფებისთვის საჭირო კომპონენტებს.
იმუნური სისტემის გაძლიერება
დედის რძე განსაკუთრებით ეფექტურია ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ. ძუძუთი კვება ახალშობილებში ამცირებს:
ზედა სუნთქვითი გზების ინფექციების (გრიპი, ბრონქიტი) რისკს;
კუჭ-ნაწლავის პრობლემებს;
შუა ყურის ანთებებს;
ალერგიებისა და ასთმის განვითარების ალბათობას.
გრძელვადიანი ბენეფიტები
ბავშვებისთვის, რომლებიც ძუძუთი კვებით იკვებებიან კოგნიტური განვითარება მაღალ დონეზე მიმდინარეობს - ხშირად აქვთ უფრო მაღალი IQ. ასევე ნაკლებია ჭარბი წონისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი. ასეთ ბავშვებში მეტად არის განვითარებული ემოციური სტაბილურობა და სტრესისადმი მედეგობა.
ძუძუთი კვება დადებითად მოქმედებს დედის ორგანიზმზეც:
ეხმარება მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს შეკუმშვაში;
ამცირებს მშობიარობის შემდეგ სისხლდენის რისკს;
გრძელვადიანად ამცირებს ძუძუსა და საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს.
ძუძუთი კვების დროს დედასა და შვილს შორის ყალიბდება ძლიერი ემოციური ბმა, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე. ძუძუთი კვება უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და სიმშვიდის განცდას როგორც ბავშვისთვის, ისე დედისთვის.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რეკომენდაციას აძლევს ექსკლუზიურ ძუძუთი კვებას ბავშვის დაბადებიდან პირველი 6 თვის განმავლობაში და შემდგომ მის გაგრძელებას შერეულ კვებასთან ერთად, მინიმუმ 2 წლამდე.