სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა — ეს პერიოდი საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ დაავადების ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მნიშვნელობას.

დაავადების მაჩვენებლები და ტენდენციები

ძუძუს კიბო წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ავთვისებიან სიმსივნეს ქალებში როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. სტატისტიკური მონაცემებით, ძუძუს კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა, არსებობს პოზიტიური ტენდენცია — სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს. ამის ძირითადი მიზეზი ადრეული დიაგნოსტიკაა, რომელშიც სკრინინგის პროგრამებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ.

სკრინინგის მიზანი და არსი

სკრინინგი წარმოადგენს ჯანსაღი, სიმპტომების არმქონე მოსახლეობის გამოკვლევას პათოლოგიის ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად. მისი მთავარი მიზანია დაავადების გამოვლენა იმ ეტაპზე, როდესაც მკურნალობა ყველაზე ეფექტური და სრულფასოვანი შედეგის მომტანია.

კრინინგის ძირითადი ეტაპები მოიცავს:

  •  ფიზიკალურ გასინჯვას (პალპაცია — სარძევე ჯირკვლის და ლიმფური კვანძების შემოწმება)

  •  ულტრაბგერით კვლევას — სარძევე ჯირკვლისა და რეგიონული ლიმფური კვანძების ვიზუალიზაცია

  • 2D მამოგრაფიას — ძირითადად 40 წელს ზემოთ ასაკში

  • ასპირაციულ ბიოფსიას — პათოლოგიური წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში

დაგვიანებული დიაგნოსტიკის შედეგები

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ დღემდე ახალი შემთხვევების დაახლოებით ერთი მესამედიდიაგნოსტირდება მესამე ან მეოთხე სტადიაზე — რაც მკურნალობას მნიშვნელოვნად ართულებს და ზრდის გართულებებისა და ლეტალური შედეგის რისკს.

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2025 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2025 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

სამუშაო განრიგი

შაბათი: 10:00-15:00

ყოველდღე: 09:00-18:00

სამეანო მიმღები: 24 საათი

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2025 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @