Medical center

Zhordania

Medical Center

Zhordania

Medical Centre

Zhordania

რა არის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი?

​საშვილოსნოს ყელში კიბოს უჯრედების ან იმ უჯრედების აღმოჩენა, რომელიც შესაძლოა გადაგვარდეს კიბოდ - იგივე „პრეკანსერი“.
​საშვილოსნოს ყელის პაპილომავირუსის(HPV-ვირუსი, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოწვევია) დიაგნოსტირება.

სკრინინგი არის საშვილოსნოს ყელის კიბოს და პრეკანსერის ნაადრევი აღმოჩენის და შესაბამისად შორსწასული ფორმების თავიდან არიდების საუკეთესო საშუალება.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისთვის გამოყენებული ტესტები:

​პაპილომავირუსის ტესტი(HPV test)-საშვილოსნოს ყელის უჯრედებში HPV-ის მაღალი რისკის ტიპების აღმოჩენა (HPV 16,HPV18…).

Pap test – რაც გულისხმობს უჯრედების აღებას საშვილოსნოს ყელიდან და შემდეგ მის გაგზავნას ლაბორატორიაში,სადაც მოხდება ექსპერტების მიერ უჯრედების მიკროსკოპული კვლევა. 

კომბინირებული ტესტი - რომელიც გულისხმობს HPV და Pap test-ის ერთდროულ ჩატარებას. 

როგორ მოვემზადო HPV და Pap test-ისთვის?

​საჭირო არ არის არაფრის გაკეთება მოსამზადებლად.სკრინინგის ჩატარება შესაძლებელიე იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ ახლო წარსულში გქონდათ სქესობრივი კავშირი,გაქვთ მენსტრუაცია ან რაიმე სახის ვაგინალური ინფექცია.

ტესტის მიმდინარეობა:

ტესტი საკმაოდ სწრაფი და უმტკივნეული პროცედურაა, დისკომფორტი დაკავშირებულია საშოში გინეკოლოგიური სარკის მოთავსებასთან, რაც საჭიროა საშვილოსნოს ყელის ვიზუალიზირებისთვის.
უჯრედების აღება კი ძირითადად უმტკივნეულო და ძალიან სწრაფი პროცედურაა.

როდის უნდა ჩაერთოთ სკრინინგის პროგრამაში?

​სხვადასხვა რეკომენდაციებით 21 ან 25 წლის ასაკიდან.  

​ზოგადად 21 წლამდე არ არის საჭირო ამ ტესტის ჩატარება, იმ შემთხვევაშიც თუ თქვენ სქესობრივი ცხოვრება გაცილებით ადრეულ ასაკში დაიწყეთ.

რა სიხშირით უნდა მოხდეს სკრინინგის გამეორება?

დამოკიდებულია შენს ასაკსა და წინა ტესტის პასუხებზე.

21-29 წლამდე:

Pap test ყოველ 3 წელიწადში დაწყებული 21 წლიდან.

HPV test ყოველ 5 წელიწადში დაწყებული 25 წლიდან.

30 წლის ასაკიდან:

Pap test ყოველ 3 წელიწადში.

HPV test ყოველ 5 წელიწადში.

ან კომბინირებული ტესტი ყოველ 5 წელიწადში.

65 წლის ასაკიდან:

​შეგიძლია შეწყვიტოთ პაპ ტესტის ჩატარება თუ ამ ასაკამდე რეგულარულად იტარებდით ტესტირებას და იყო ნორმაში. 

​თუ ბოლო 3 პაპ ტესტი ან ბოლო 2 კომბინირებული ტესტი იყო ნორმაში. 

​თუ თქვენ არ გაქვთ რაიმე სახის დაავადება, რამაც შესაძლოა შეასუსტოს იმუნური სისტემა.
მაღალი რისკის პაციენტებში , ან წინა ტესტის პასუხებიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს ამ ვადების ინდივიდუალურად მორგება თქვენი გინეკოლოგის მიერ. 

ჰისტერექტომიის ანუ საშვილოსნოს ამოღების შემდეგ შესაძლოა სკრინინგის შეწყვეტა თუ საშვილოსნოს ყელიც ამოღებულია და არ იყო არანაირი კიბოსწინარე ცვლილებები.

ტესტის არანორმალური ანუ პათოლოგიური პასუხის შემთხვევაში:
ასეთი პასუხი არ ნიშნავს ცალსახად კიბოს, და პაციენტების უმეტესობას ამ პასუხით კიბო არ აქვს!

პაპილომავირუსის ქონა არ ნიშნავს კიბოს, მისი გარკვეული ტიპები ზრდის მისი განვითარევის რისკს.

თუმცა ასეთი პასუხის შემთხვევაში საჭიროა კონსულტაცია გინეკოლოგთან და მომდევნო ტაქტიკის დაგეგმვა, რაც რიგ შემთხვევაში შესაძლოა მოიცავდეს დამატებითი ტესტების, როგორიცაა , კოლპოსკოპიის ან საშვილოსნოს ყელის ბიოფსიის (ქსოვილების აღების ) პროცედურის ჩატარება.

Subscribe to news

Zhordania Medical Centre

© 2025 - Zhordania Medical Center - All rights reserved.

Crafted @

Subscribe to news

Zhordania Medical Centre

© 2025 - Zhordania Medical Center - All rights reserved.

Crafted @

Work schedule

Saturday: 10:00-15:00

Every day: 09:00-18:00

Reception: 24 hours

Subscribe to news

Zhordania Medical Centre

© 2025 - Zhordania Medical Center - All rights reserved.

Crafted @