Medical center

Zhordania

Medical Center

Zhordania

Medical Centre

Zhordania

რა არის შეწყვეტილი ორსულობა?

ორსულობის შეწყვეტას 20 კვირის ვადამდე შეწყვეტილი ორსულობა ეწოდება.

საჭირო ტერმინები:

ემბრიონი -  ორგანიზმის განვითარების ადრეული სტადია ,რომელიც იწყება განაყოფიერებიდან და გრძელდება დაახლოებით ორსულობის 10 კვირამდე.

ორსულობის ათი კვირიდან მშობიარობამდე ემბრიონს ნაყოფი ეწოდება. 

რა იწვევს ორსულობის შეწყვეტას?
ორსულობა შესაძლოა ყოველგვარი იდენტიფიცირებადი მიზეზის გარეშე სპონტანურად შეწყდეს ან ისეთი დარღვევების გამო, როგორიცაა მაგალითად გენეტიკური პრობლემები, საშვილოსნოს განვითარების ანომალიები, დიაბეტი და ასე შემდეგ.

რა სიმპტომებით ვლინდება ორსულობის შეწყვეტა?

წამყვანი სიმპტომი ვაგინალური სისხლდენა და მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილია. ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, მსგავსი ჩივილებისას საჭიროა მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია.

აგრეთვე საყურადღებო სიმპტომებია:
სიცხე (37.8°C ან მეტი)

უჩვეულო სახის ან განსხვავებული კონსისტენციის გამონადენი საშოდან

ან  გამონადენი, რომელსაც არასასიამოვნო სუნი აქვს.

მსგავსი ჩივილების არსებობისას, თუ ვერ უკავშირდებით თქვენს გინეკოლოგს,მიმართეთ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს.ეს სიმპტომები ყოველთვის ორსულობის შეწყვეტას არ ნიშნავს, თუმცა საჭიროა დროული დიფერენცირება.

როგორ ხდება დიაგნოსტირება?

ადრეულ ვადებზე დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად ვაგინალური ულტრაბგერითი კვლევა ითვლება, სადაც გულისცემის არსებობის შემთხვევაში, ორსულობა არ არის შეყვეტილი და პროგრესირებს.

როგორ ხდება შეწყვეტილი ორსულობის მენეჯმენტი?

თუ ორსულობა შეწყდა საჭიროა ორსულობის ქსოვილების ევაკუირება საშვილოსნოდან, რაც თავისმხრივ შესაძლებელია მოხდეს: სპონტანურად, მედიკამენტოზურად ან ოპერაციულად. 

თქვენი ექიმი აგიხსნით ამ მეთოდების შესახებ და მასთან ერთად მიიღებთ გადაწყვეტილებას,თუ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, რომელი მათგანია სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებული.

რეზუს ნეგატიური სისხლის კუთვნილებისას საჭიროა ანტი-D იმუნოგლობულინის ინექცია.

შესაძლებელია ორსულობის შეწყვეტის პრევენცია?

სამწუხაროდ არ არსებობს კონკრეტული ჩარევა მის თავიდან ასარიდებლად,თუმცა გარკვეული ქმედებებით შესაძლებელია რისკის შემცირება.მაგალითად:

მოერიდეთ ნიკოტინის შემცველ პროდუქტებს.

აქტივობებს სადაც მაღალია მუცლის ან მენჯის ტრავმის ალბათობა.

გარკვეული ინფექციების მკურნალობით ან პრევენციით.

ყველა მედიკამენტის ან დანამატის  მიღება ორსულობისას საჭიროა შეთანხმდეს ექიმთან.

შესაძლებელია თუ არა ნორმალური ორსულობა მომავალში?

რათქმაუნდა! მიუხედავად იმისა, რომ შეწყვეტილი ორსულობის შემდეგ, რისკი მისი განმეორებისა მატულობს,პაციენტების უმრავლესობას მომავალში შესაძლოა გაურთულებელი და უპრობლემო ორსულობა ქონდეთ.

სტატიის ავტორი: ნიკო ქორიძე - მეან-გინეკოლოგი 



Subscribe to news

Zhordania Medical Centre

© 2025 - Zhordania Medical Center - All rights reserved.

Crafted @

Subscribe to news

Zhordania Medical Centre

© 2025 - Zhordania Medical Center - All rights reserved.

Crafted @

Work schedule

Saturday: 10:00-15:00

Every day: 09:00-18:00

Reception: 24 hours

Subscribe to news

Zhordania Medical Centre

© 2025 - Zhordania Medical Center - All rights reserved.

Crafted @