ორი და მეტი თანმიმდევრული ორსულობის თვითნებითი შეწყვეტა ანამნეზში,რომელიც ხორციელდება ორსულობის ვადის 20კვირამდე,
აღნიშნული შეწყვეტილი ორსულობა უნდა იყოს დადასტურებული ულტრაბგერით/მორფოლოგიური ან ჰორმონალური b-HCG კვლევით.
PLT-გამომწვევი 6 ძირითადი მიზეზი არსებობს ;
ქრომოსომული აბერაციები
50-60% შეადგენს, რაც განპირობებულია ძირითადათ ემბრიონის განვითარების ანომალიებით, როგორც გენეტიკური ასევე შეძენილი ფაქტორით გამოწვეული, ისეთი როგორიცაა; გარემო პირობების, მედიკამენტოზური და სხვა უარყოფითი ხელშემშლელი ფაქტორებით,უპირატესად ორსულობის ადრეული 8-10კვ. ვადებზე, რეკომედებულია მშობლების კარიოტიპირება, არსებული ემბრიონის ქსოვილის ქრომოსომული ანალიზი და ა.შ
გენიტალური სისტემის, კერძოთ საშვილოსნოს განვითარების ანომალიით
გამოწვეული ორსულობის შეწყვეტა, რომელიც ხელს უშლის ემბრიონის საშვილოსნოს ღრუში ნორმალურ ზრდა- განვითარებას,როგორც მექანიკური ხელშემშლელი ფაქტორი
მაგ: საშვილოსბნოს ღრუში არსებული ძგიდე,მიომა რომელიც იწვევს ს/ ღრუს დეფორმაციას, ს/ყელის უკმარისობა და სხვა., რომლის დადგენა მარტივად შესაძლებელია ინსტუმენტალური კვლევით ისეთი როგორიც არის ულტრასონოგრაფიის,ჰისტეროსკოპია მაგნიტორეზონანსული კომპიუტერული კვლევა,შემდგომი ქირურგიული მკურნალობით.
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი;
მისი კვლევა ხორციელდება სისხლში ანტისხეულების დეტექციის გზით; მგლურას ანტიკოაგულანტი,ანტიკარდიოლიპინური და ანტი- b2 ანტიკარდიოლიპინების G I ანტისხეულების დადგენით,მნიშვნელოვანია მისი სერიული 12 კვირიანი ინტერვალით კვლევა,რათა დადასტურდეს რეალურად დიაგნოზის არსებობა და შეირჩეს შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებული საჭირო მკურნალობა მიღებული ორსულობის პროლონგირების მიზნით.( ACOG 2022წ)
ჰორმონალურ/ მეტაბოლური დარღვევბი
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, დიაბეტი , საკვერცხეების პოლიცისტოზური დაავადება PCOS, ჰიპერპროლაქტინემია და სხვა. რომელთა კუპირება შესაძლებელია შესაბამისი პროტოკოლებზე დაყრდნობით. (ACOG )
თრომბოფილია და მისი ოჯახური ანამნეზი;
ანტითრომბინის დეფიციტი, ლეიდენის ფაქტორის ჰომოზიგოტური და პროთრომბინი G20210A ჰომოზიგოტური ფორმა,პროტეინ C და S დეფიციტი.
გაურკვეველი მიზეზით ანუ უცნობი ეტიოლოგით შეწყვეტილი ორსულობა,რომლის პროცენტი საკმაოდ მაღალია და უტოლდება 50-60%
მნიშვნელოვანია მიზეზის დადგენა, რათა მიზან მიმართული, ეტაპობრივი მკურნალობის შედეგად მიღებული იქნეს სასურველი ორსულობა და შერჩეული იქნეს ორსულობის პროლონგირებისკენ მიმართული სრულფასოვანი გეგმა .
არსებობს კვლევები და მკურნალობის მიდგომის ცალკეული მეთოდები,რომელთა ეფექტურობა დადასტურებული არ იქნა (ACOG /ASRM /WHO მიხედვით)
მაგალითად ,ორსულობის ჩვეული შეწყვეტის დიაგნოზით PLT -დროს არაეფექტური ტესტებია; TORCH- ინფექციების რუტინული კვლევა,ურეოპლაზმის / მიკოპლაზმის ,ჰომოცისტეინის დონის განსაზღვრა სისხლში, NK-უჯრედების კვლევა და სხვა…
ასევე ემპირიული თერაპია ჰეპარინი,ასპირინი არ არის რეკომენდირებულია თუ არ არის დადასტურებულიშეძენილი თრომბოფილია- ანტიფოფოლიპიდური სინდრომი/თანდაყოლილი თრომბოფილია
იმუნოთერაპია,ფიტო და ვიტამინოთერაპია.ასევე განეკუთვნება არაეფექტურ დამხმარე საშუალებებს,რომელთა ეფექტურობა დადასტურებული არ არის
( WHO/ACOG/ASRM მიხედვით)
მიუხედავად მიზეზებისა სრულფასოვნი კომპლექსური მიდგომით 60-70% შემთხვევათა ორსულობის რიცხვი სრულდება დამაკმაყოფილებლად, ცოცხალი ჯამრთელი შთამომავლობის მიღებით.
სტატიის ავტორი:
ნინო იამანიძე- მეან-გინეკოლოგი