სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

სამედიცინო ცენტრი

ჟორდანიას

ნაყოფის ზრდის შეფერხება - FGR ეს არის ნაყოფის მდგომარეობა, როდესაც ის ვერ აღწევს საშვილოსნოში გენეტიკურად განსაზღვრულ, მოსალოდნელ ზრდის პოტენციალს. 

არსებობს ცნება - გესტაციური ასაკისთვის პატარა ნაყოფი (SGA). ეს შესაძლებელია არ იყოს პათოლოგია, არამედ იყოს კონსტიტუციური თავისებურება, ეთნიკური წარმომავლობისა და მშობლების ფიზიკური პარამეტრების მიხედვით. 

FGR-ის მიზეზი შესაძლებელია იყოს: დედისმიერი, ნაყოფისმიერი და/ან პლაცენტისმიერი.  

დედისმიერ რისკფაქტორებს მიეკუთვნება: ასაკი (16 წელზე ნაკლები ან 35 წელზე მეტი), ხშირი მშობიარობა, ქრონიკული დაავადებები (არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის ქრონიკული დაავადება, სისტემური წითელი მგლურა, ბრონქული ასთმა, გულის მანკი, შაქრიანი დიაბეტი, აუტოიმუნური დაავადებები), გინეკოლოგიური დაავადებები, საშვილოსნოს განვითარების ანომალიები, სოციალური ფაქტორები (ცხოვრების არადამაკმაყოფილებელი პირობები, ცუდი კვება), დედის მავნე ჩვევები (ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მოხმარება, მწეველობა).

ნაყოფისმიერი მიზეზებია: გენეტიკურ პათოლოგიები, განვითარების მანკები და მძიმე ინფექციები (სიფილისი, ტუბერკულოზი, ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმოზი და სხვ.)

პლაცენტისმიერი მიზეზებია: პლაცენტის არასწორი განვითარება, ჩაზრდა, ჭიპლარის არასწორი მიმაგრება, პლაცენტის სიმსივნე, პლაცენტის დაზიანება პრეეკლამფსია-ეკლამფსიის, ჰიპერტონიული დაავადების, შაქრიანი დიაბეტის გამო. 

რისკი მაღალია ასევე მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნაყოფებს საერთო პლაცენტა აქვთ.

კლინიკურად გამოხატულია: მშრალი და აქერცლილი კანი, კუნთოვანი მასისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის სიმცირე, ტიპიური „მოხუცის“ იერი, წვრილი ჭიპლარი, შესაძლოა მეკონიუმით შეფერილი, გახსნილი ქალას ნაკერები და სხვ. ასეთ ახალშობილებს ხშირად აღენიშნებათ გართულებები, როგორიცაა: ნაადრევად დაბადება, პერინატალური ასფიქსია, ცუდი თერმორეგულაცია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოკალცემია, ჰიპერბილირუბინემია, პოლიციტემია, იმუნური სტატუსის დაქვეითება, კვების სირთულეები.

როგორ უნდა ვმართოთ ასეთი ახალშობილი?

თუ ცნობილია, რომ ნაყოფს ზრდის შეფერხება აქვს, მშობიარობა უნდა დაიგეგმოს ცენტრში, გამოცდილი ახალშობილთა პერსონალითა და შესაბამისი რესურსით. ნეონატალურმა გუნდმა უნდა გაითვალისწინოს ისეთი გართულებების მართვის შესაძლო საჭიროება, როგორიცაა:  სუნთქვის ფუნქციის დარღვევა და ჰიპოქსემია, რამაც შეიძლება ვენტილაციის მხარდაჭერა მოითხოვოს და ჰიპოთერმია, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელია ახალშობილის დაუყოვნებლივ გამშრალებით და გამათბობელში მოთავსებით. ასეთი ახალშობილები ხშირად თავსდებიან ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში (NICU).

FGR-ით დაბადებულ ბავშვებს ესაჭიროებათ შემდგომი ზრდა-განვითარების მეთვალყურეობა, რომელიც უნდა იმართოს მულტიპროფილურად, ვინაიდან მომატებულია ნეიროგანვითარების, მათ შორის კოგნიტური დარღვევბის, მეტყველების შეფერხების, სწავლის უნარის დარღვევის, ქცევითი დარღვევების, ცერებრალური დამბლის, მოტორული შეზღუდვების, კრუნჩხვების, მხედველობის ან სმენის დაქვეითების განვითარების რისკი. ასევე შეიძლება ზრდასრულ ასაკში გამოვლინდეს ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა  და თირკმლის დაავადებები.

სტატიის ავტორი:
ნინო კარგაძე- ნეონატოლოგიური და ახალშობილთა ინტენსიური მოვლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნეონატოლოგი



გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2025 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2025 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @

სამუშაო განრიგი

შაბათი: 10:00-15:00

ყოველდღე: 09:00-18:00

სამეანო მიმღები: 24 საათი

გამოიწერე სიახლეები

ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი

© 2025 - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი - ყველა უფლება დაცულია

Crafted @